ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება წარმოადგინეს.
დაწყებითი კლასის პედაგოგების ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ხოტბა შეასხეს - ბავშვებმა მოაწყეს შემოდგომის კუთხე, იმღერეს, წარმოთქვეს ლექსები, ასევე მონაწილეობა მიიღეს ჩურჩხელების ამოვლებაში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ჰქონდა, როგორც საზეიმო, ასევე სასწავლო-შემეცნებითი ხასიათი.
ბავშვებმა მხიარულად გააცილეს შემოდგომა და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: