ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში ევროკავშირი-საქართველოს ურთერთობის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩატარდა
21-05-2018
ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში, „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, ევროკავშირი-საქართველოს ურთერთობის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. 

საინფორმაციო კამპანია „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” იმერეთის ბიუროს და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - ირაკლი შენგელიას პროგრამის - „აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვის“ წარმომადგენლების ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. 

მოსაწავლეებს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძე და ირაკლი შენგელიას თანაშემწე ანა შალიკიანი შეხვდნენ. მოსწავლეებმა ევროკავშირის და ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ მეტი გაიგეს. შეხვედრა მინი ლექციისა და კითხა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203