გოგაშენის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა 
11-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მეათე კლასის ორი მოსწავლე - ვანო და ნატო ნათენაძეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203