შეირჩევა 30 მასწავლებელი - გათვალისწინებულია პედაგოგთა წახალისება
16-12-2023
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის ბიუჯეტი საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა; განათლების მიმართულებით, დაფინანსება 140 621 700 ლარი იქნება (ზრდა 25 456 290 ლარი, 22.1%).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტში გაწერილია პროგრამა „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“, რომლის ფარგლებშიც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების - ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებისთვის, კონკურსის წესით შეირჩევა და დასაქმდება არაუმეტეს 30 მასწავლებელი.

ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია წარმატებული მასწავლებლების წახალისება და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში პედაგოგების სასტუმროთი უზრუნველყოფა; ამასთან ერთად, ტექნიკური მხარდაჭერა, ცალკეული საგნების გაძლიერებული სწავლების უზრუნველყოფის მიზნით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203