ნახეთ, როგორი გაცილება მოუწყეს მეთორმეტეკლასელებს ახალსოფლის საჯარო სკოლაში
21-05-2018
ახალსოფლის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილა.

კერძოდ, 18 მაისს მათთვის ბოლო ზარი დაირეკა.

მეთორმეტეკლასელებს კლასის დამრიგებელი, მათი პირველი კლასის მასწავლებელი, პირველი კლასის მოსწავლეები და დირექციის წარმომადგენლები მიესალმნენ.

ღონისძიება ლექსებით, სიმღერებით და სახალისო ნომრებით იყო გაფორმებული.

ზეიმმა პოზიტიურად და ხალისიანად ჩაიარა.

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203