შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ტესტირება 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვრას დასრულდება, ამასთან, უკვე გამოქვეყნდა იმ სკოლების სიაც, სადაც ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება.
8 იანვარს:
10:00 საათზე - ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
15:00 საათზე - ისტორიაში;
9 იანვარს:
10:00 საათზე - მათემატიკაში;
15:00 საათზე - ინგლისურ ენაში;
10 იანვარს:
10:00 საათზე - ქიმიაში;
15:00 საათზე - გეოგრაფიაში;
11 იანვარს:
10:00 საათზე - ფიზიკაში;
15:00 საათზე - რუსულ ენაში;
12 იანვარს:
10:00 საათზე - ბიოლოგიაში;
12:30 საათზე - გერმანულ ენაში.
15:00 საათზე - ფრანგულ ენაში.
ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლის მიწოდებასაც მოსწავლისათვის სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს - კონკრეტული თარიღი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.