ჩემპიონატი ფრენბურთში - ასპინძის სკოლაში ერთმანეთს გოგონათა გუნდები დაუპირისპირდნენ
21-11-2016
ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციისთვის, ასპინძის სკოლაში, ფრენბურთში, შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

ფრენბურთში ჩემპიონატი გოგონათა შორის ჩატარდა.  

ჩემპიონატმა სტარტი 1 ნოემბერს აიღო  და მასში 9 გუნდი მონაწილეობდა. 

ფინალი გაიმართა 18 ნოემბერს, ერთმანეთს შეხვდნენ XIIა კლასის გუნდი „ვარძია“ და XIIბ კლასის გუნდი „მერანი“.  

დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა „მერანმა“,  მოიპოვა ჩემპიონობა და დაეუფლა გარდამავალ თასს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203