დირექტორების ახალი კონკურსი გამოცხადდება  - მონაწილეობა არასერტიფიცირებულ პირებსაც შეეძლებათ 
12-12-2023
დღეს, 12 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც ისაუბრა, განხორცილებულ თუ დაგეგმილ ცვლილებებზე. 

მინისტრმა საჯარო სკოლებში დირექტორთა დანიშვნის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით 840 სკოლაში სამეურვეო საბჭოების მიერ შეირჩა ახალი დირექტორები. 

მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკა ცნობილია - რომელ პედაგოგებს ეზრდებათ ანაზღაურება 900 ლარით

რაც შეეხება იმ სკოლებს, სადაც ახალი ხელმძღვანელი არ დანიშნულა, ამილახვარმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ახალი კონკურსი და 2-3 თვეში პრაქტიკულად ყველა სკოლაში გვეყოლება ახალი დირექტორები. 

„რა თქმა უნდა დარჩენილ, 1000 სკოლაში ჩვენ კვლავ გვაქვს კონკურსი გამოსაცხადებელი. სულ გვაკრიტიკებენ რატომ არ მოხდა კანდიდატების წარმოდგენა, არ მოხდა რადგან ფიზიკურად არ იღებდნენ მონაწილეობას კონკურსში. უახლოეს მომავალში სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური გამჭირვალე კონკურსები გამოცხადდება იმ სკოლებში, სადაც ვერ მოხდა შერჩევა. 

ყევლა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს სერტიფიცირება, ან უნდა რომ მოიპოვოს სერტიფიცირება მივცემთ საშუალებას შემოვიდეს კონკურსში და ვუზრუნველყოფთ რომ არჩევნები სკოლებში იყოს უფრო მრავალფეროვანი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203