მასწავლებლების ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი - „ჩვენი მასწავლებლები ღირსეულ პირობებში უნდა ატარებდნენ დღეს“
12-12-2023

განათლების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საკვანძო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და მათთვის ხელფასის ზრდაზე.

„მასწავლებელთა პროფესიულ განვითარება გრძელდება და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის; ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და ამასთან ერთად, მინდა, ყურადღება გავამახვილო მზარდ ბიუჯეტზე - განათლების მიმართულებით ბიუჯეტის 300-პროცენტიანი ზრდა გვაქვს.

ასევე დავიწყეთ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი და ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რათა ჩვენი მასწავლებლები, ჩვენი მოსწავლეები ღირსეულ პირობებში ატარებდნენ დღეს.

ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლის ხელფასის ზრდა - თუ პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი და არ იყოს შესაფერისი.

ამიტომ მნიშვნელოვნად გავზარდეთ მასწავლებლის ხელფასი და სრული დატვირთვის პირობებში პედაგოგების ანაზღაურება იქნება 1700-1800 ლარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203