მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკა ცნობილია - რომელ პედაგოგებს ეზრდებათ ანაზღაურება 900 ლარით
12-12-2023

მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის დეტალებზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მასწავლებლების ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი - „ჩვენი მასწავლებლები ღირსეულ პირობებში უნდა ატარებდნენ დღეს“

მისი განმარტებით, 400 ლარზე მეტით ხელფასი გაეზრდება 8 200 მასწავლებელს, 500 ლარზე მეტით - 14 053-ს, 600 ლარზე მეტით 7 114-ს, 800 ლარზე მეტით - 1648-ს, ხოლო 900 ლარზე მეტით - 917 პედაგოგს.

დირექტორების ახალი კონკურსი 1000-მდე სკოლაში გამოცხადდება  - მონაწილეობის მიღება არასერტიფიცირებულ პირებსაც შეეძლებათ

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „არსებული წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსს და მიიღებენ ფუნქციის შესაბამის ფიქსირებულ დანამატს, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ დატვირთვაზე.

სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება გაიზრდება 10 პროცენტით, ხოლო ტექნიკური პერსონალის - 10-50 პროცენტით“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203