„მცხეთა და მისი შემოგარენი“ - მუხრანის N3 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
13-12-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. ასეთი მიდგომა კი მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს სძენს, რაც ასე მნიშვნელოვანია. 

ახლახან, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა - მუჰამედ აბდიევმა და მაპირ იბრაჰიმოვმა გეოგრაფიის მასწავლებლის დახმარებით საგანში - „ჩვენი საქართველო“ განახორციელეს პროექტი თემაზე - „მცხეთა და მისი შემოგარენი“.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ მცხეთის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს და ისტორიულ ადგილებს, ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი. 

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203