ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოს ნაძვის ნერგები შემატეს
21-05-2018
ერკეთის საჯარო სკოლის VI კლასელებმა, ნორჩმა ბუნების დამცველებმა, სკოლის ეზოს ნაძვის ნერგები შემატეს.

მათი თქმით, ნერგებზე ყოველდღიურად იზრუნებენ.

„უნდა შევძლოთ ბუნებისადმი ჩვენ მიერ უნებლიეთ მიყენებული ზიანის გამოსწორება, რითიც  ბუნებაში დარღვეული წონასწორობა აღდგება“-განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა. 

დირექციის შეფასებით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და ზრუნვას ასწავლის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203