სავანეთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი პირველკასელებმა დარეკეს
21-05-2018

სავანეთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დამთავრება აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბოლო ზარი განსხვავებულ ფორმატში გაიმართა.

სკოლის დამთავრება მეთორმეტეკლასელებს პირველკლასელებმა მიულოცეს და ყვავილები მიართვეს. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ფოიერვერკი გაუშვეს და მასწავლებლები საცეკვაოდ გაიწვიეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებს წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და თბილი სიტყვებით გამოემშვიდობენენ, მასწავლებლებმა კი მოსწავლეებს წარმატება და საუკეთესო მომავალი უსურვეს. 

ღონისძიების ბოლოს ბოლო ზარი მეთორმეტეკლასელებისთვის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა დარეკეს. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203