მოსწავლის ბარათზე შესაბამისი ჩანაწერის გასწვრივ, მომხმარებელი დააწვება რედაქტირების ღილაკს. რედაქტირების ღილაკზე დაჭერით ამოვა არჩეული საგნისა და კლასის სემესტრული/წლიური შეფასების ფანჯარა, დათვალიერების რეჟიმში.
„რედაქტირება“ ღილაკზე დაჭერით ფორმა გახდება რედაქტირებადი.
მომხმარებელი აირჩევს სექტორს, რომელზეც სწავლობდა მოსწავლე არჩეულ საგანს, მიუთითებს ჩათვლის სტატუსს, ჩაეთვალა თუ არა მოსწავლეს შესაბამის საფეხურზე არჩეული საგანი და შეინახავს ინფორმაციას.