ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
21-05-2018
ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნინო დოლუაშვილი და ლალი მაზანაშვილი სასწავლო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მონაწილეობდნენ. 

კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნინო დოლუაშვილისა და ლალი მაზანაშვილის წარდგენილმა თემებმა ფინალურ ეტაპზე დიდი მოწონდება დაიმსახურეს. მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203