თერჯოლის პირველი საჯარო სკოლა პირველობას არც ჭადრაკში თმობს
21-05-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ჭადრაკის გუნდმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 2018 წლის მოსწავლეთა გუნდურ ჩემპიონატში I ადგილი დაიკავა.

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი კორკოტაძე - X-ბ კლასი; სალომე გეწაძე - XI-ა კლასი; მირიან ყვირილიანი - X-ბ კლასი.

თერჯოლის N1 საჯარო სკოლა და გუნდის წევრები  I ხარისხის დიპლომებით, ოქროს მედლებითა და თასით დაჯილდოვდნენ.

დირექცია მათ და მთელ სკოლას ამ გამარჯვებას ულოცავს: 

„დაე, გამარჯვებისთვის ბრძოლის ჟინი არასოდეს დალეოდეს ყოველ პირველსკოლელს!“-აცხადებენ სკოლის წარმომადგენლები. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203