დაუწერელი წესები, რომელთა შესრულებაც მასწავლებლებს უწევთ 
23-12-2023

მასწავლებლები სკოლის შინაგანაწესს და გარკვეულ ნორმებს უნდა მიჰყვნენ. ისინი, კარიერის განმავლობაში, არაერთ გამოწვევას აწყდებიან. ახალბედა მასწავლებლებს ხშირად სულ სხვა მოლოდინი აქვთ და საგანმანათლებლო სფეროში სხვა რამ ხვდებათ. საქმე ისაა, რომ როგორც პედაგოგები ამბობენ, სასკოლო სივრცეში ე.წ. დაუწერელი წესებიც არსებობს. 

ამ საკითხზე მასწავლებლები ხშირად საუბრობენ, მათ საკუთარ დაკვირვებას ერთ-ერთი უცხოელი ბლოგერი უზიარებს, რომელმაც ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა. მისი თქმით, პედაგოგებს დაბალი ანაზღაურება აქვთ, სამუშაო საათები ზედმეტად ხანგრძლივია, მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობა კი ზოგჯერ ძალიან რთულია. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. დაუწერელი წესები. 

ტოქსიკური პოზიტივი 

ბოლო წლებში, მასწავლებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა პრობლემა სწორედ ესაა. მათ, თითქოს, უარყოფითი ემოციების გამოხატვა ეკრძალებათ. ყველა შესაძლო პრობლემას პოზიტიურად უნდა მიუდგნენ, რაც პედაგოგების ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. „სკოლაში მისვლისას მითხრეს, რომ პრობლემეზე უახლოეს ადამიანებთანაც არ უნდა მესაუბრა“,- ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი. 

დირექტორი ყოველთვის მართალია

ზოგადად, მასწავლებლები ავტორიტეტს პატივს სცემენ. ეს მანამ, სანამ ხელმძღვანელები ძალაუფლებას ბოროტად არ იყენებენ და არაგონივრულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. როგორც პედაგოგებმა ანონიმურ გამოკითხვაში აღნიშნეს, ხშირად, დირექტორები კრიტიკას არ იღებენ, რჩევას არ ითვალისწინებენ და დაუდევრად იქცევიან. 

სამუშაო სახლში წაღება

ალბათ, შეუძლებელია ისეთი მასწავლებლის პოვნა, რომელსაც სამუშაო სახლში, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, არ წაუღია. ისინი დავალებებს სახლში, არასამუშაო საათებში ასწორებენ, გაკვეთილის გეგმებზე მუშაობენ და სემესტრის განმავლობაში განსახორციელებელ აქტივობებზე ფიქრობენ.

შესაძლო დეჰიდრატაცია

ერთ-ერთმა პედაგოგმა ინფორმაცია ყველაზე უცნაური აკრძალვის შესახებ გაასაჯაროვა. მათ დირექტორმა ყავის დალევისგან თავის შეკავება ურჩია. მეორემ კი დაწერა, რომ მნიშვნელობა ჰქონდა არა იმას, თუ რას სვამდნენ მასწავლებლები, არამედ როგორ სვამდნენ. მათ ყველანაირი სითხე ჭიქით უნდა დაელიათ, მას სახურავი არ უნდა ჰქონოდა. სკოლის ხელმძღვანელმა წესს მას შემდეგ გადახედა, რაც სითხე კომპიუტერებზე დაიღვარა. ამის მერე თავსახურიანი ბოთლების აკრძალვაც მოიხსნა. 

მუდმივ განვითარებაზე ფიქრი

ეს, რასაკვირველია, ყველა პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელია, თუმცა ხშირად მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მათთვის სხვადასხვა ტრენინგი თუ აქტივობა საჭირო არ არის. არის გარკვეული სწავლებები, რაც მათი აზრით, სრულებით ზედმეტია და ასე მხოლოდ მოსწავლეებს აკლებენ ყურადღებას.

სკოლაში საპონი მიკრობებზე უფრო სახიფათოა

ამაზე ყურადღება ერთმა მასწავლებელმა გაამახვილა, რომელსაც სხვებიც დაეთანხმნენ. მისი თქმით, სკოლაში ისეთი საპონი მიიტანეს, მისი გამოყენებით მიყენებული ზიანი შეიძლება უფრო დიდი იყოს, ვიდრე დასვრილი ხელები. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203