დანამატი საათობრივ დატვირთვაზე მიბმული არ იქნება - წესი პედაგოგების ნაწილს შეეხება
17-12-2023
ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდია განათლების სამინისტრი საუბრობს, ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს პედაგოგებისთვის.

რა ვიცით ახლა?! - მასწავლებელბის ანაზღაურება გაიზრდება 2024 წლის 1-ელი ივლისიდან. ხელფასის მატება ყველა პედაგოგს შეეხება. ანაზღაურება პედაგოგებს 400 ლარით და მეტით ეზრდება და დამოკიდებულია მათ სტატუსზე, საათობრივ დატვირთვაზე და ა.შ. 

მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკა ცნობილია - რომელ პედაგოგებს ეზრდებათ ანაზღაურება 900 ლარით

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სახელფასო პოლიტიკა ეხება ყველა უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებელს. 

თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დანამატი მასწავლებელთა გარკვეული კატეგორიისთვის საათობრივ დატვირთვაზე არ იქნება მიბმული.


წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ხელფასთან ერთად მიიღებენ ფიქსირებულ დანამატს, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ დატვირთვაზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203