ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის „ბოლო ზარმა“ ემოციურად ჩაიარა
21-05-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის ეზოში, სპორტულ მოედანზე, მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს - საცეკვაო ნომრები შეასრულეს, იმღერეს და პედაგოგები საცეკვაოდ გაიწვიეს.

ღონისძიების ბოლოს მოზარდებმა საზეიმოდ ტორტი გაჭრეს და მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. თავადაც მილოცვები მიიღეს - პედაგოგებმა მოზარდებს წარმატება და საუკეთესო მომავალი უსურვეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ემოციური გამოვიდა. 

„ღონისძიებაზე სევდანარევ და ბედნიერ სახეებს ნახავდით. შიშნარევ და ამასთან საუკეთესო მომავლის მოლოდინით მომზირალ მშობელებს. გახარებულ პედაგოგებს, დირექტორს, რომელსაც საატესტატოდან ეროვნულ გამოცდებამდე დარდი არ მოაკლდება. გილოცავთ ბავშვებო ყველანი ერთად ისევ და ისევ! წარმატებით იარეთ და ამაყად იმზირეთ წინ, ჩვენ ვამაყობთ თქვენი კაი კაცობით და მალე საქართველო იამაყებს თქვენით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლის აღსაზრდელებმა ბოლო ზართან დაკავშირებით ვიდეორგოლიც მოამზადეს. 
იხილეთ ფოტოები სრულად - ალბომი 1, ალბომი 2

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203