2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა - ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა განათლების სექტორში დასაქმებულებისთვის სახეების მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტალში განათლებაში შააშუალო ხელფასი 920 ლარი ფიქსრდებოდა, -2023 წლის III კვარტალში კი საშუალო ხელფასმა 1039 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8 პროცენტით);
• მშენებლობა - 3 033.4 ლარი (გაიზარდა 31.6 პროცენტით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი (გაიზარდა 13.4 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი (გაიზარდა 17.3 პროცენტით).