ეროვნული სამოსის დღეზე ბათუმის N2 საჯარო სკოლაში გრანდიოზულად აღინიშნა
21-05-2018
ბათუმის N2 საჯარო სკოლამ ეროვნული სამოსის დღე იზეიმა. 

ღონისძიება ძალიან ლამაზი და ეფექტური იყო: მოსწავლეები და მასწავლებლები ქართული სხვადასხვა კუთხის კულტურისთვის დამახასიათებელი სამოსით წარსდგნენ.

„საქართველოს თითოეულ კუთხესა, თუ ქალაქს საკუთარი დამახასიათებელი სამოსი აქვს, რომელიც მდიდარია ეროვნული მოტივებით. ჩვენმა სკოლამ ეროვნული სამოსის დღე იზეიმა. გილოცავთ ყველას.“- განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა. 

სკოლის დირექციის შეფასებით, მსგავსი აქტივობა პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203