საახალწლო აქტივობები დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის
19-12-2023
ახალი წელი ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ. ის მათთვის სურვილების ასრულებასთან ასოცირდება და რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეებისთვის ნანატრი 2-კვირიანი არდადეგებიც იწყება. დეკემბრიდან ბავშვები უკვე იწყებენ წინასაახლწლო სამზადისს, სკოლებიც შესაბამისად, სადღესასწაულოდ ირთვება, რომლის სამზადისშიც მთელი სასკოლო საზოგადოება მონაწილეობს. 

თუ მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით და ამასთანავე გასართობი სახის აქტივობებს შესთავაზებთ ახალი წლის წინა პერიოდში სკოლაში სიხარულით მოვლენ.

უცხოელი პედაგოგები ერთ-ერთ ბლოგში რამდენიმე საინტერესო აქტივობაზე საუბრობენ:


წვეულების ქუდი

ერთად გააკეთეთ კლასში წვეულების ქუდი. ბავშვებს ძალიან უყვართ, როდესაც ნივთებს ქმნიან. ეს მათ შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს და ავითარებს. აქტივობა კლასში სადღესასწაულო გარემოს შექმნის და განწყობას აგიმაღლებთ.

იმედებისა და სურვილების ქილა

უთხარით ბავშვებს 2024 წლის მიზნები, სურვილები ფურცელზე დაწერონ(ფურცლის უკან სახელები დააწერონ) შემდგომ კი ქილაში მოათავსონ. წლის ბოლოს გახსენით ქილა და ბავშვებს წერილები დაურიგეთ. ისინი გასული წლის სურვილებზე დაფიქრდებიან. ჰკითხეთ მიაღწიეს თუ არა წლის მთავარ მიზანს და თუ არა, აპირებენ მისთვის ბრძოლას?

ეს აქტივობა უფრო სიღრმისეულია, რომელიც მოსწავლეებს მომავალზე დააფიქრებს.

ვიქტორინა

უთხარით მოსწავლეებს მოიძიონ ინფორმაციები სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციების შესახებ. შემდგომ კი მათთან დაკავშირებით კლასში მრავალფეროვანი ვიქტორინა ჩაატარეთ. გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქარი გადაეცით. ეს მათ განწყობას და მოტივაციას აუმაღლებს.

საახალწლო პროექტი

ჯგუფური, თანამშრომლობითი პროექტი მოსწავლეებს საერთო მიზნის გარშემო გააერთიანებს. შესთავაზეთ მათ ახალი წლის თემასთან დაკავშირებით პროექტი, რომელიც მათ შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს და განავითარებს. 

რა გავაკეთე - რა მაქვს მიზნად

უთხარით ბავშვებს ფურცელზე ჩამოწერონ, ის მნიშვნელოვანი, ღირებული „საქმეები“, რომლებიც მიმდინარე წელს გააკეთეს, მათ გვერდით კი მიუწერონ ახალი გეგმები.

წლის შეჯამება

უთხარით, მოკლედ შეაჯამონ გასული წელი. რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენა. რამ გაახარათ, რამ დასწყვიტათ გული, რა ისწავლეს და შეიმეცნეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203