შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 2 მოსწავლისთვის დაირეკა
21-05-2018
შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 2 მოსწავლისთვის დაირეკა. 

სკოლა რომეო დარბაიძემ და მარიამ ყაველაშვილმა დაამთავრა. 

თუმცა მიუხედავად ამისა, სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში საკმაოდ საინტერესო და ამაღელვებელი ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებს მიცემული ცოდნისთვის მადლობა გადაუხადეს და მილოცვები მიიღეს. დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203