ინტელექტ-ჩემპიონატის 2023 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის მეორე პერიოდის ღონისძიება-კონკურსი 19 დეკემბერს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთნენ.
„ეტალონის“ 2023 წლის მეორე პერიოდის კონკურსის პირველი სამეული ასე გამოიყურება:
პირველი ადგილი დაიკავა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დავით მაღრაძემ. მან 89 ქულა დააგროვა და ამისთვის 6 წუთი და 56 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 79 ქულით
მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის საჯარო სკოლის მოსწავლე მუჰამედ ზარგაროვმა მოიპოვა. მან ეს ქულა 5 წუთსა და 54 წამში დააგროვა. 5 წუთსა და 10 წამში დააგროვა 76 ქულა და მესამე ადგილზე გავიდა
თბილისის N219 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბაინდურიშვილი. საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 37 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2023 წლის მეორე ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა.
გამოვლენილი „ეტალონი მოსწავლეები“, თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.
კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:რუბრიკა „ეტალონი“