არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის სპორტულ ოლიმპიადაში გაიმარჯვეს
21-05-2018
არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს. 

მათ რაიონული და რეგიონალური ტურები წარმატებით გაიარეს და თბილისში გაემგზავრნენ, სადაც აღმოსავლეთ საქართველოს ზონალურ ტურნირში იასპარეზეს.

არაგვის სკოლის მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს და მაგიდის ჩოგბურთში აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური თამაშების ჩემპიონები გახდნენ. 

სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები სპორტის მასწავლებელს მანუკ დავთიანს,  გამარჯვებულ მოსწავლეებს: ჰაკობ მიროიანს, არტაშეს ჰაკობიანს, დავით აივაზიანს და არტიუშ მიროიან ულოცავენ და მომავალ გამარჯვებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203