არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა ბოლო ზარი იზეიმეს
21-05-2018

წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა საცეკვაო ნომრები შეასრულეს და იმღერეს. მოზარდებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს, პედაგოგებმა კი მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატება უსურვეს. 

მეთორმეტეკლასელებმა საზეიმოდ ტორტიც გაჭრეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს სკოლის მე-11 გამოშვებაა.

„ვულოცავთ მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას. ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს ცხოვრების გზაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები სრულად

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203