საბავშვო ბაღების შესახებ პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა
28-12-2023

„2012 წელს ფუნქციონირებდა 1 200 საჯარო საბავშვო ბაღი, რომლებიც რა თქმა უნდა, ფასიანი იყო. 2012 წლის შემდეგ, 1 690 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და ყველაფერი არის უფასო - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. 

„ასევე, ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, რომელიც გულისხმობს თითქმის 1000-მდე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობას. ამ პროგრამის ფარგლებში მილიარდ 300 მილიონი იქნება გამოყოფილი და ყველა ბაღი მოეწყობა ერთანი, ევროპული, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ამჟამად 208 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის პროექტები მიმდინარეობს, ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203