ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში დიდი საახალწლო ჟრიამულია.
სკოლაში, შთამბეჭდავი საახალწლო ზეიმი გაიმართა, სადღესასწაულო ფორმაში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა წარუდგინეს.
მუსიკალური ნომრებით, თეატრალური წარმოდგენებითა და ქორეოგრაფიული სანახაობით გაჯერებულმა ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
ასევე, მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუშებიც გამოფინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგები: თამარი გოგოლაძე და ეკატერინე კეკელიშვილი ხელმძღავნელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: