ქვემო სარალის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება აღნიშნეს
19-12-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება იზეიმეს. 

სკოლაში ქვეყნის ევროპული მომავლისკენ გადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახარებთ, მოსწავლე-მასწავლებლებმა ისტორიული მოვლენა ერთმანეთსა და მთელ საქართველოს მიულოცეს. 

„ქვემო სარალის საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა გუნდი გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. როგორც დიდმა ილიამ ბრძანა: „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203