დიდი არაქალის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა​ ქვის ხანის ადამიანის ცხოვრება მაკეტებით გააცოცხლეს
19-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა არა მარტო შემეცნებით, არამედ სახალისო პროცესია.

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს საინტერესო კომპლექსურ დავალება ისტორიის მასწავლებლის - არაქსი კონდიანის ხელმძღვანელობით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დავალების მიზანი იყო შემოქმედებითი უნარების განვითარება, დროსა და სივრცეში ორიენტირება, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაცია, კანონზომიერების დადგენა.

მოსწავლეებმა მოამზადეს ქვის ხანის სამუშაო იარაღებზე, ყოველდღიური ცხოვრების წესებზე საინტერესო პრეზენტაციები.

ბავშვებმა, ასევე დაამზადეს მაკეტები და საკლასო ოთახში წარადგინეს. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203