სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების კონცეპტუალურ და ადმინისტრაციულ საკითხებს ეროვნული სასწავლო გეგმა არეგულირებს, რომლის მისია და მიზნები რეალიზების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია სიღრმისეული სწავლა.
ახალი დოკუმენტის თანახმად, სიღრმისეული სწავლა-სწავლება 5 კომპონენტს მოიაზრებს:
ეს გახლავთ მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურება; ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირება; ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება; სწავლის სტრატეგიების დაუფლება (სწავლის სწავლა); მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენა.
ახალი ესგ-ს მიხედვით ასევე მნიშვნელოვანია პოზიტიური სასწავლო გარემო, რომელიც გულისხმობს ისეთ პირობებს, სადაც მოსწავლე თავს გრძნობს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ, ასევე ახერხებს ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა-განვითარებას.