ნიშნების დაწერა, მშობელთა კრების ჩატარება... - კიდევ რა უნდა მოასწრონ მასწავლებლებმა სემესტრის დასრულებამდე
24-12-2023

2023-2024 სასწავლი წლის პირველი სემესტრი 29 დეკემბერს სრულდება, იქამდე კი სულ ცოტა დრო დარჩათ მასწავლებლებს - არასრულ ორ კვირაში მათ ბევრი რამ უნდა მოასწრონ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ესგ-ს მიხედვით, ამ კომპონენტების სავალდებულოობა გაუქმდა, სკოლების უმრავლესობა, მოსწავლეთა შეფასების არსებულ სისტემაზე ნებაყოფლობით დარჩა; შედეგად, პედაგოგებმა უნდა მოასწრონ მოსწავლეთა შემაჯამებელი დავალებების ჩატარება და შემდეგ შემოწმება  - ამ ტიპის დავალებებით მოსწავლეთა ცოდნა მოწმდება, მასწავლებლები შემაჯამებლისთვის ღია და დახურულ კითხვებს იყენებენ და თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად აფასებენ. 

ასევე მნიშვნელოვანია კომპლექსური დავალებები - პედაგოგებს თითოეულ კლასში სემესტრში ერთი კომპლექსური დავალების დაგეგმვა მაინც უწევთ. კომპლექსური დავალებები რამდენიმე კვირაზეა გათვლილი, საკმაოდ შრომატევადია როგორც თავად დავალების დაგეგმვა და მოსწავლეებამდე სწორად მიტანა, ასევე თითოეული ნაშრომის შეფასება და შესაბამისი განმავითარებელი შეფასების დაწერა.

მშობელთა კრება - უ დამრიგებლებს მშობელთა კრება ჯერ კიდევ არ ჩაუტარებიათ, ეს სემესტრის დასრულებამდე უნდა მოასწრონ, რადგან მშობლებთან თანამშრომლობა ბავშვების სწავლა-აღზრდის პროცესში გაცილებით კარგ შედეგს იძლევა, ვიდრე მშობლების ჩართულობის გარეშე.

ელექტრონულ ჟურნალში ქულების შეტანა - განმსაზღვრელი შეფასებებისა და დასწრების აღრიცხვის ჟურნალში შეტანა 8 დღის განმავლობაშია შესაძლებელია, თუმცა „მოთხოვნის“ ღილაკის გამოყენებით, ჟურნალში ცვლილებების შეტანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუ მოსწავლის შეფასებები დეტალურად აღრიცხული არ გაქვთ, სწორედ აღნიშნული ღილაკის გამოყენებით უნდა შეიტანოთ თითოეული ქულა, რათა მოსწავლეებმა სემესტრული ქულის დაანგარიშებაზე პრობლემა არ შეექმნათ.

ელექტრონული ჟურნალში მუშაობისას პედაგოგებმა ყურადღება უნდა მოაქციონ მოსწავლეების ქულებს. თუ პედაგოგს ქულასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, ქულა გაუქრა ან არასწორად დაუჯამდა დახმარებისთვის შეუძლიათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სპეციალურად პედაგოგების დასახმარებლად შექმნილ ფეისბუქ ჯგუფს უნდა მიმართონ.

განმავითარებელი შეფასება - დაწყებითი კლასის მასწავლებლები განმსაზღვრელ ნიშანს არ წერენ. ისინი მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბრიდან საახალწლო არდადეგები იწყება. მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლებს 15 იანვარს დაუბრუნდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203