როდისაა სავალდებულო საფეხურის ქულის კორექტირება - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
20-12-2023
როგორ დავაკორექტიროთ საფეხურის ქულა და რომელ საფეხურზეა აუცილებელი მონაცემების ასახვა? - აღნიშნულ კითხვაზე განმარტება სპეციალურ ვებგვერდზე ელექტრონული ჟურნალის ინტრუქციაშია მოცემული.
საფეხურის ქულის კორექტირება სავალდებულოა ყველა მოსწავლის შემთხვევაში, ვინც დაასრულა საბაზო ან საშუალო საფეხური, მათ შორის დონედაძლეული მოსწავლეებისთვის.
მონაცემების მოდულიდან აირჩიეთ მოსწავლის ბარათი: ფილტრაციის ველში ჩაწერეთ მოსწავლის მონაცემები, აირჩიეთ ძიების ღილაკი და თუ აფასებთ არააქტიურ მოსწავლეებს (მაგალითად უკვე ამორიცხულებს/დონედაძლეულებს) „სტატუსის“ შესაბამის გრაფაში უნდა აირჩიოთ „არააქტიური“.
საფეხურის შეფასების დასამატებლად აირჩიეთ დამატების ღილაკი, შედეგების ტიპებიდან აირჩიეთ საფეხური> სასურველი საფეხური > ჩაწერეთ საფეხურის საშუალო ქულა. შესანახად დააჭირეთ შენახვის ღილაკს.
საფეხურის ქულის კორექტირება შეუძლია დირექტორს ან მისი როლის მქონე მომხმარებელს.