დიდაჭარის საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისთვის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
21-05-2018
დიდაჭარის საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

ბოლო ზარი ტრადიციულად მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს. 

ზეიმზე მათ სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს, თუმცა განსაკუთრებით ჭარბობდა სახალისო სკეტჩები. 

წელს სკოლა ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის 4 ოქროს მედალოსანია. 

„ეს კლასი გამოირჩეოდა წარმატებული პროექტებით და ინტელექტუალური თამაშებით, მათ წარმატებებს ვუსურვებთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ზეიმზე მომავალი პირველკლასელებიც მიიწვიეს, კურსდამთავრებულებს კი სკოლის დირექტორმა სიტყვით მიმართა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203