ახალციხის №5 საჯარო სკოლაში ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო ჩაატარეს
21-05-2018

ახალციხის №5 საჯარო სკოლაში ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. 

კერძოდ, VIII ე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ზოია ბალიაშვილისა და მუსიკის მასწავლებლის, მარინა ყურმაშვილის ხელმძღვანელობით,  ქართველი პოეტის, უაღრესად თანამედროვე და მაღალი გემოვნების მქონე ქართული სიტყვის ოსტატის, ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო ჩაატარეს.   

მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებაზე, რომელზეც თაობები აღიზარდნენ, დიდი მოკრძალებითა და სიყვარულით ისაუბრეს; მისი ბიოგრაფია გადმოსცეს, პოეტური მღელვარებით, ღრმა ლირიზმითა და უშუალობით, მიმზიდველი პოეტური ფერებითა და ღრმა ემოციურობით გამსჭვალული ლექსები წარმოთქვეს და სიმღერები შეასრულეს.    

მოსწავლეთა მიერ შექმნილ პოსტერზე სიმბოლურად წარმოდგენილი იყო  ყაყაჩოები, რამეთუ პოეტის ლექსებში ყაყაჩოები,,...სამშობლოსათვის თავდადებული გმირის სისხლია, სიკეთისა და ბედნიერების მაუწყებელი ნიშანია, ლამაზი ქალის სიმბოლური სახეცვლილებაა, წინაპართა დაღვრილი სისხლის ჰიმნია, მათი მარადიული ძეგლებია მიწიდან ამოწვერილი... „.  
ღონისძიებას  სკოლის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები  ესწრებოდნენ.   

ემოციებით დატვირთულმა ლიტერატურულმა საღამომ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203