აწყურის საჯარო სკოლაში დირექციის ორგანიზებით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა
21-05-2018

აწყურის საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით გაიმართა მასწავლებელთა პირველი სასკოლო კონფერენცია თემაზე: „როგორ ავამაღლოთ სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხი“. 

კონფერენცია წინასწარ დაანონსდა და მასში მონაწილეობა აწყურის თემში შემავალი ყველა სოფლის სკოლის პედაგოგს შეეძლო. 

კონფერენცია წინასწარ შემუშავებული დებულების მიხედვით წარიმართა. 

მომხსენებლებად წარსდგნენ კომისიის მიერ დადებითად შეფასებული კანდიდატები: მარინე ასანიძე, ნანა ბარძიმაძე, ქეთევან პარუნაშვილი, შორენა დიასამიძე, მარიამ მარტინენკო, ნინო სუხიაშვილი, ასევე საყუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ავეტისიანი. 

მათ წარადგინეს საკონფერენციო თემები, სადაც ნათლად ჩანდა, მათი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა უნდა გააკეთოს პედაგოგმა სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის. 

კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატები.

აწყურის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს პედაგოგებს ამ წარმატებას და მადლობას უხდის თითოეულ მათგანს გამოცდილების გაზიარებისა და ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203