ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის პირველკლასელები ქართულ ანბანს ხალისითა და ინტერესით სწავლობენ.
მათ განწყობასა და სასწავლო მოტივაციაზე პირველი კლასის პედაგოგი მარიანნა აკოფიანი ზრუნავს, რომელმაც მოსწავლეებს „აი-იას“ დღე მოუწყო.
საზეიმო გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა. მასწავლებელმა პატარები არაერთ აქტივობაში ჩართო და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: