საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა და გამონაკლი სკოლებისთვის - ახალი ესგ
15-01-2024

საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შემდეგნაირადაა განსაზღვრული: სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით წარსამართად საჯარო სკოლაში სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.

  1. სკოლებში ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 35 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასებისთვის – 30 კვირაზე ნაკლები.
  2. საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია. გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით.
  3. საჯარო სკოლაში III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II კლასში – 40 წუთით. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით.
  4. მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სკოლაში გატარებული ასტრონომიული საათების მაქსიმალური რაოდენობა არის შემდეგი:
  5. სკოლის მიერ საათების დამატების შემთხვევაში, რეკომენდებულია სკოლამ მოსწავლეებს შესთავაზოს სრულფასოვანი კვებისა და დასვენების შესაძლებლობა.
  6. სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია კლასგარეშე აქტივობები. სკოლამ მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს გასვლითი ღონისძიებები როგორც არაფორმალური განათლების ფორმატში, ისე სტანდარტებით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად.
  7. სასკოლო საათობრივ ბადეს შესაბამისი დასაბუთებით განსაზღვრავს სკოლა მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203