როგორ გავატაროთ ზამთრის არდადეგები ნაყოფიერად - რჩევა მოსწავლეებს 
02-01-2024
ახალი წლის შემობრძანებასთან ერთად, ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან არდადეგების დაწყებას. მათი ნაწილი გასაკეთებელი საქმეების გეგმას ადგენს, ნაწილი კი მთელ თავისუფალ დროს დასვენებაში ატარებს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ დასვენების ნაყოფიერად გამოყენება ყველასთვის შესაძლებელია. ამ პერიოდში შესაძლოა ახალი ჰობი, ინტერესები აღმოაჩინოთ საკუთარ თავში, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი იცოდით.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე აქტივობა, რომელიც ზამთრის არდადეგების ნაყოფიერად გატარებაში დაგეხმარებათ:

წაიკითხეთ

სწავლის პერიოდში შესაძლოა ამის დრო არ გქონდათ, მაგრამ არდადეგები გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ წიგნების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაუროთ და კლასგარეშე ლიტერატურას გაეცნოთ.

ისეირნეთ

ცივი ამინდის მიუხედავად, შეგიძლიათ მოინახულოთ საინტერესო და ისტორიული ადგილები, რომელიც თუნდაც თქვენს საცხოვრებელ ქალაქშია. 

დაიძინეთ

მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის მოწესრიგება. ამიტომ, ამ პერიოდში შეგიძლიათ ამაზე იზრუნოთ, კარგად დაისვენოთ და განახლებული ძალებით შეხვდეთ ახალ სასწავლო წელს.

დაისახეთ მიზნები გაზაფხულის სემესტრისთვის

გამოიყენეთ ზამთრის სიმშვიდე გაზაფხულის სემესტრის მიზნების დასახვისთვის. შეადგინეთ დეტალური გეგმა, რისი გაკეთა გინდათ და მიყევით მას. 

უყურეთ შემეცნებით და სათავგადასავლო ფილმებს

თავისუფალი დროის გასაყვანად ძალიან ნაყოფიერი იქნება სხვადასხვა საინტერესო თემაზე გასართობი, მაგრამ ასევე დოკუმენტური ფილმების ყურებაც, - თქვენ ამით მეტს გაიგებთ მეცნიერების, ველური ბუნების თუ კოსმოსის შესახებ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203