დამრიგებლების ფუნქციები ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ გაიწერება და მათ თავად სკოლა განსაზღვრავს, - ასეთია განათლების მინისტრის გადაწყვეტილება, თუმცა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტი, საჯარო სკოლების დამრიგებელებთან დაკავშირებით, რიგ საკითხებს არეგულირებს.
მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ის, რომ „საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი“.
რაც შეეხება მცირეკონტინგენტიან სკოლებს, რეკომენდებულია, რომ ერთ დამრიგებელს ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლაში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია.
რაც შეეხება აკრძალვას, ახალი ესგ-ს მიხედვით, დაუშვებელია ერთი კლასის/კლას-კომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი, დამრიგებლის ფუნქცია-მოვალეობებს განსაზღვრავს თავად სკოლა.