სკოლაში დამზადებული ჩურჩხელა - სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლამ შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნა
21-11-2016
სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ზეიმი მიუძღვნეს. 

ზეიმზე მოსწავლეებმა თქვეს ლექსები, პატარებმა სპექტაკლი დადგეს, იმღერეს და თავისით დაამზადეს თათარა, ასევე ამოავლეს ჩურჩხელები. 

ზეიმზე სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად იყო ჩაბმული. 

სიმბოლურად სკოლის დირექტორმა, ლიანა ბოლქვაძემ, პირველკლასელ მოსწავლესთან, ელიზაბედ კოჩალიძესთან, ერთად დაამზადა ჩურჩხელა.


იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203