გორის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებს საუკეთესო დამრიგებელების სტატუსი მიენიჭათ
22-05-2018

გორის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებს Smart Competition-მა საუკეთესო დამრიგებელების სტატუსი მიანიჭა. 

პედაგოგებს - თეონა ნასყიდაშვილს, ვალენტინა ჩერქეზიშვილს და ნინო ოქროპირიძეს „სმარტ“ მოსწავლეთა კლუბის პროექტის ფარგლებში გამოჩენილი აქტიურობისათვის, სანიმუშო საქმიანობისათვის და თავიანთ სადამრიგებლო კლასებზე გაწეული ამაგისათვის, მასზედ, რომ ისინი ზრუნავენ თავიანთი მოსწავლეების სწავლისა და განვითარების პროცესებზე და მათთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი არასასკოლო აქტივობებში მიენიჭათ საუკეთესო დამრიგებელების სტატუსი. მასწავლებლები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სერტიფიკატებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203