სასკოლო არდადეგების გახანგრძლივების 3 მიზეზი
08-01-2024

სკოლებში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღები კანონითაა განსაზღვრული.

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და მოსწავლეთა უმრავლესობისთვის 15 ივნისს სრულდება. გამონაკლისია მხოლოდ I და XII კლასები. I კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს მთავრდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის - 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

სასწავლო წლის განმავლობაში სკოლები ზამთრისა და საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში ისვენებენ. კერძოდ, ზამთრის არდადეგები იწყება 30 დეკემბერს და სრულდება 15 იანვარს. საგაზაფხულო არდადეგები კი 8 - დან 15 მარტამდე გრძელდება. რაც შეეხება ზაფხულის არდადეგებს, მისი ხანგრძლივობა 3 თვეა და მოსწავლეები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე ისვენებენ.

რა შემთხვევაშია დაშვებული არდადეგების გახანგრძლივება?

კანონის თანახმად, სასწავლო წლის დასრულების ან არდადეგების თარიღები შეიძლება შეიცვალოს შემდეგ შემთხვევებში:

  • „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;
  • საჯარო სკოლაში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (სტიქიური მოვლენები, მასობრივი არეულობები, ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო პერიოდი და სხვა), აგრეთვე, საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;
  • აუცილებელი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებობისას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203