ახალი სახელფასო ფორმულა ცნობილია - ბრძანება რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ეხება
26-12-2023

პრეზიდენტის ბრძანებით, საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ეხებათ.

დოკუმენტით განისაზღვრა მათი სახელფასო ფორმულა:

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობრივი სარგოები არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც მოიცავს ასევე აფხაზეთისა და აჭარის ა/რ საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელთა სახელფასო პოლიტიკის საკითხს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203