100-200 ლარიან ფულად საჩუქარს მრავალშვილიანი ოჯახები მიიღებენ, ახალშობილის მშობლებისთვის კი 300-600 ლარია გათვალისწინებული
03-01-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია სოციალური დახმარების გაცემის წესი, რომელთა შორისაა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა.

დოკუმენტის თანახმად, მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და აქედან სამი მაინც არასრულწლოვანია – სადღესასწაულო დღეებში წელიწადში სამჯერ ფულადი საჩუქარს მიიღებენ შვილთა რაოდენობის მიხედვით: 4 შვილზე – 100 ლარი, 5 შვილზე – 150 და ყოველ მომდევნო შვილზე 50ლარის დამატებით.

ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც არის რეგისტრირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

„2023 წლის ბოლოს (ვისაც არ უსარგებლია ანალოგიური დახმარებით) და 2024 წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე, დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში. პირველ და მეორე ბავშვზე დახმარება გაიცემა - 300 ლარის ოდენობით, ხოლო ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 600 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია დადგენილებაში.

ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

ა) მშობლის განცხადება;

ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203