ლახამულის საჯარო სკოლის მასწავლებლები კვალიფიკაციის ამაღლებას დიდ დროს უთმობენ
22-05-2018
ლახამულის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას დიდი დრო ეთმობა. ამჯერად ისინი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით იძენენ ცოდნას.
კვირაში ორჯერ 2-2 საათით სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი კობა შონია მეცადინეობას ატარებს.
კობა შონია ლახამულის საჯარო სკოლაში „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამით მათემატიკასა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ისტ) ასწავლის.