ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის VIII კლასში ქიმიის გაკვეთილი თემაზე: „გენეტიკური კავშირი არაორგანულ ნაერთთა კლასებს შორის“ ჩატარდა.
გაკვეთილი საგნის მასწავლებელმა თინათინ ბეჟაშვილმა ჩაატარა.
გაკვეთილის მიზანი წინარე ცოდნის (მეტალთა და არამეტალთა თვისებების შესწავლა და კვლევა) გააქტიურებით არაორგანულ ნაერთთა კლასებს შორის გენეტიკური კავშირის შესწავლა და ნაერთთა კლასების მსგავსება-განსხვავება იყო.
გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა.
ყველა მოსწავლე დაგეგმილ აქტივობებში თანაბრად იყო ჩართული და აქტივობების შესაბამისი პრეზენტაციები ილუსტრაციებით, ჩანაწერებით და ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები