წინასაახალწლოდ, თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის ფულადი ჯილდოა განსაზღვრული, - აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს ბაღების სააგენტოში დაუდასტურეს.
რაც შეეხება თანხის ოდენობას, ოფიციალურ სტრუქტურაში განმარტავენ, რომ თანხა, დარიცხული ხელფასის 80 პროცენტს შეადგენს.
„გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საბავშვო ბაღების თანამშრომლები მიიღებენ ფულად ჯილდოს, ეს არ არის არც პრემია და არც მე-13 ხელფასი. თანხა კი იქნება დარიცხული ხელფასის 80%“, - აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში.