ტესტირება 2 და 3 სესიად ჩატარდება - კონკრეტული თარიღები ცნობილია
26-12-2023
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 8 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. 
 
8, 9, 10 და 11 იანვარს ოლიმპიადის მეორე ტური ორ სესიად ტარდება: I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე. II სესიაზე რეგისტრაცია - 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებულია მოსაწვევზე.
 
12  იანვარს ოლიმპიადა სამ სესიად ჩატარდება: 
 
  • 10:00 საათზე - ბიოლოგიაში;
  • 12:30 საათზე - გერმანულ ენაში; 
  • 15:00 საათზე - ფრანგულ ენაში.
რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლე საგამოცდო ცენტრში ნახევარი საათით ადრე უნდა გამოცხადდეს.  რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი, დაბადების მოწმობა ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია. 
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში. 
 
ტესტირების მსვლელობისას მოსწავლეს ეკრძალება:

  • მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;
  • დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა გამოყენება;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით; 
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება (სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ მეთვალყურესთან ერთად).
  • ტესტირებაზე შესაძლებელია წყლის შეტანა პლასტმასის ბოთლით.
 
ნებისმიერი პროცედურული დარღვევის აღმოჩენის შესახებ ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულების მომდევნო დღის 17:00 საათამდე.
 
მესამე, დასკვნით  ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203