რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ
27-12-2023

მასწავლებლებს, ელექტრონული ჟურნალის დახურვის მიუხედავად, მოთხოვნის საფუძველზე, სემესტრული შეფასების კორექტირება შეუძლიათ.

მოგეხსენებათ, დაწყებით კლასებში განმსაზღვრელი შეფასება არ იწერება და პედაგოგები I-IV კლასის თითოეული მოსწავლის შესახებ სასწავლო წლის ბოლოს განმავითარებელ შეფასებებს წერენ. თუ რომელიმე პედაგოგმა ჟურნალში განმავითარებელი შეფასებების ასახვა ვერ მოასწრო, მას უფლება აქვს „მოთხოვნის“ ფუნქციით დირექციისგან ჟურნალში ცვლილებების შეტანის ნებართვა მიიღოს.

პედაგოგებმა მონაცემები სემესტრულ შეფასებაში უნდა შეიტანონ და გაითვალისწინონ, რომ კომენტარის ველში მხოლოდ 400 სიმბოლოს ჩაწერის უფლება აქვთ. სიმბოლოში იგულისხმება როგორც ასოები, ასევე სასვენი ნიშნები და სიტყვებს შორის ადგილის გამოტოვება. იმ შემთხვევაში, თუ ტექსტი 400 სიმბოლოს გადააჭარბებს, განმავითარებელი კომენტარი არ შეინახება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203